ფოტო – mona.ge
გირჩი – მეტი თავისუფლება, აქვეყნებს სქრინს და წერს:
mona.ge-ს საიტზე ხორციელდება DDoS შეტევა, მეტწილად რუსული IP მისამართებიდან. DDoS შეტევა არის “კიბერ-თავდასხმის ერთ-ერთი სახე, სადაც თავდამსხმელი ცდილობს გახადოს ინტერნეტ-რესურსი ხელმიუწვდომელი, ანუ, ხელი შეუშალოს მომხმარებელს, რომ ჰქონდეს ინფორმაციაზე წვდომა.”
რუსული მისამართებიდან საიტზე ყოველ წამს ათობით ათასი მოთხოვნა ხორციელდებოდა (დაახლოებით 6 მილიონი საათში), რის გამოც პირველ ეტაპზე შევზღუდეთ წვდომა რუსული მისამართებიდან, ამის შემდეგ შეტევა წამოვიდა ასობით სხვადასხვა ქვეყნიდან (დაიწყეს VPN-ის გამოყენება), მათ შორის საქართველოდან, რასაც საწყის ეტაპებზე ჩვენი ინფრასტრუქტურა ვერ გაუმკლავდა და საიტი გაითიშა. ამ დროისთვის უკვე ვიღებთ საჭირო უსაფრთხოების ზომებს და დილით უკვე წესით ყველაფერი რიგზე გვექნება.
კომენტარები