ტვ პირველის ინფორმაციით, პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს პირს, რომელმაც მარნეულში 38 წლის კაცი დაცხრილა. რასიმ კარაჰმაზლის 4 ტყვია თავში ესროლეს. თავდასხმა კი მარნეულის ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილზე – მეჩეთთან მოხდა. თუმცა თვითმხლველი მკვლელობას არ ჰყავს. ადგილობრივებმა ჯერ ყვირილის, შემდეგ კი 4 გასროლის ხმა გაიგეს. გარეთ გამოსულებს კი შემზარავი სურათი დახვდათ. მოკლული ახალგაზრდა კაცი სისხლის გუბეში იწვა. მოკლულის ოჯახი პასუხს, ვინ და რატომ მოკლა მამაკაცი, გამოძიებისგან ელოდება.
პერიმეტრზე დამონტაჟებულია კამერები, თუმცა, მკვლელობის მომენტში თავდამსხმელს სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული.
კომენტარები