“პირებმა, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ თონეებში, სილამაზის სალონებსა და ავტომობილების ტექმომსახურების ცენტრებში, კომპენსაციის მისაღებად უნდა წარადგინონ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის რეგისტრაციის სტატუსი და კომპენსაციის მოიღების მიზნით, ფიზიკურმა პირმა არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივლისისა, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მოთხოვნა“ – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
“ალია” აქვე გთავაზობთ სიას – ვინ იბეგრება ფიქსირებული გადასახადით და რამდენი ლარით იბეგრება ერთ სამუშაო ადგილზე თვის განმავლობაში.
თუ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს – სალონის ან თონის მეპატრონეს ჰყავს დასაქმებული 5 ადამიანი, მაგრამ იხდიდა 3 ადამიანის ფიქსირებულ ბეგარას – მხოლოდ ის სამი ადამიანი მიიღებს ამ დახმარებას.
სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ესეც კიდევ ერთი ტყუილი აღმოჩნდა – ნუთუ ასე ძნელია ერთიანი პასუხის შემუშავება? პირი, რომელსაც უნდა გადაუხადონ 300 ლარი, ვალდებულია წარადგინოს ცნობა, რომ იგი იყო რეგისტრირებული ფიქსირებული გადასახადის გადამხდელად – ამ ცნობას კი, ადამიანი, რომელიც გაფორმებული არ იყო – ვერ წარადგენს.
სია, ვინ არის ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი:
- თონეში წარმოებული/საწარმოებელი (ნახევარფაბრიკატი) საქონლის მიწოდების ან/და თონეთი გაწეული მომსახურების შემთხვევაში ერთ თონეზე კალენდარული თვის განმავლობაში გადასახადის განაკვეთი შეადგენს 50 ლარს;
- თმის შეჭრის, შესწორების, დაწყობის (მათ შორის, თმის დაგრძელების), შეღებვის, დახვევის, გასწორების, გაპარსვის, წვერის შესწორების, მაკიაჟის (მათ შორის, წამწამების დაგრძელების), მასაჟის (სამედიცინო მასაჟის გარდა), წარბების კორექციის, ეპილაციის (ლაზერული ეპილაციის გარდა), დეპილაციის, კოსმეტოლოგის მომსახურების შემთხვევაში ერთ სამუშაო ადგილზე (სკამი/მაგიდა/სავარძელი) კალენდარული თვის განმავლობაში შეადგენს 50 ლარს;
- მანიკიურის და პედიკიურის (მათ შორის, ფრჩხილების დაგრძელების) მომსახურების შემთხვევაში ერთ სამუშაო ადგილზე (სკამი/მაგიდა) კალენდარული თვის განმავლობაში შეადგენს 30 ლარს;
- სოლარიუმის მომსახურების შემთხვევაში – ერთ სამუშაო ადგილზე (სოლარიუმის კაბინა) კალენდარული თვის განმავლობაში 70 ლარი;
- ავტომობილების ტექნიკური მომსახურება და რემონტი, მათ შორის, სალტეების, საბურავების აღდგენა და რეგენერაცია, აღნიშნული მომსახურებისათვის განკუთვნილ ფართობზე გაწეული სხვა მომსახურება (ხალიჩების რეცხვა) – 1 ავტომობილის მომსახურებისათვის განკუთვნილი სამუშაო ადგილი –100 ლარი;
კომენტარები