სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,ერთი კითხვა კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ იმ სამ მოსამართლეს და ორ წარმომადგენელს ჰკითხოთ.
გავაკეთოთ დაშვება, რომ პრეზიდენტს კიდევ უფრო შეკვეცილი უფლებები აქვს, ვიდრე ახლა და 49-ე და 52-ე მუხლებში არ წერია, რომ მას აქვს საერთაშორისო ურთიერთოებებში წაემომადგენლობითი უფლებები.
ვიმეორებ, დაშვებას ვაკეთებთ, არა მთავრობის ნებართვით, არამედ არც საერთაშორისო ურთიერთობებში წარმომადგენლის სტატუსი აქვს და არც უფლებამოსილებაში უწერია, რომ მთავრობის ნებართვის ახორციელებს მას.
ამ შემთხვევაში მაინც წავიდოდა 78-ე მუხლის საფუძველზე, როგორც კონსტიტუციური ორგანო, მაინც განახორციელებდა საერთაშორისო წარმომადგენლობას?
შეგახსენებთ, რომ 78-ე მუხლი ასეა ჩამოყალიბებული: “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.”
ამ მუხლის თანახმად “თავისი უფლებამოსილების ფარგლებში” ნიშნავს, რომ ჩემს მიერ გაკეთებული დაშვების შემთხვევაში პრეზიდენტს საერთოდ არ ექნებოდა საერთაშორისო ურთიერთობების განხორციელებაში მონაწილეობის უფლება. მოქმედი კონსტიტუციით კი, როცა კონსტიტუცია ავალებს მისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ზომები, ამ უფლებამოსილებას მას მთავრობა ანიჭებს, ან არ ანიჭებს.
როგორ შეიძლება ამის უკუღმა გაგება, წარმოუდგენელია? როგორ შეიძლება ეს ელემენტარული საკითხები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განსაჯონ უკუღმა,. როცა რომ იურისტობაც არ სჭირდება, იმდენად მარტივია? ან როგორ შეიძლება კონსტიტუციურ მოწყობასთან დაკავშირებით ბინძურ თამაშში ჩართვა და კონსტიტუციის დაზიანების მცდელობა?
ერთ კითხვასაც დავამატებ. ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, იქნებ ჩამოაყალიბონ რას ნიშნავს საპარლამენტო მოწყობა, როგორ ხდება უფლებამოსილებების გამიჯვნა და როგორ უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში გამიჯნული უფლებამოსილებები? თუ პრეზიდენტს მთავრობის გარეშე შეუძლია საერთაშორისო ურთიერთობები განახორციელოს, მაშინ რაღა საპარალემენტო მოდელია? ევროინტეგრაციას შეიძლება ნებისმიერი საგარეო საკითხი მიაბა, სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, უსაფრთხოებით დამთავრებული.
მთლიანად რიტორიკული პოსტია. პასუხს განსხვავებული აზრის მქონეები, მათ შორის მოსამართლეები, ვერ გამცემენ. თანაც საკითხი ისედაც ამოწურულია.”
კომენტარები