ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, რა უნდა გააკეთონ კომპენსაციის მისაღებად იმ თვითდასაქმებულებმა, რომლებიც შემოსავლების სამსახურში დარეგისტრირებულები არ არიან:
“ასეთმა პირებმა ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე www.moh.gov.ge უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარდგინონ შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი.
მაგალითად, გადასახადის გადამხელად რეგისტრირებული პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი, საბანკო ამონაწერი, მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა, ნებართვა/ლიცენზია. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავალი“
“ალია” – რომ განვმარტოთ – თუ თქვენი დამსაქმებელი არ იყო იურიდიული პირი, მუნიციპალიტეტი, თუ არ გაქვთ ლიცენზია და ნებართვა – თქვენ ვერ მიიღებთ დახმარებას.
თუ თქვენ დასაქმებული იყავით იურიდიულ პირთან, ან მუნიციპალიტეტში, მაგრამ არ იყავით გაფორმებული – მართალია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ფიცი დასდო – მოგცენ ცნობა და არ დავსჯითო – მაგრამ, ჯანდაცვის მინისტრს კომპანიის არც დასჯა ევალება და არც დასჯისგან გათავისუფლება, შესაბამისად, ვერც ერთი კომპანია ვერ გაბედავს ასეთი ცნობის გაცემას.
კომენტარები