ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები ესწრებოდნენ კეზერაშვილთან შეხვედრას კვიპროსში – ეს განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა “რეაქციაში” გააკეთა.
ხაბეიშვილის თქმით, ის კვიპროსში დავით კეზერაშვილს შეხვდა, თუმცა, შეხვედრას ის ბიზნესმენებიც ესწრებოდნენ, ვინც ოლიგარქ ივანიშვილთან დაახლოებულები არიან. ხაბეიშვილი ამბობს, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობა არ არის.
ხაბეიშვილის თქმით, ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ივანიშვილის რეჟიმის ცვლილების საჭიროებაზე ისაუბრეს და ამბობს, რომ ეს ადამიანები მზად არიან ენმ-ის დაფინანსებაზე.
,,არაფორმალურ მმართველობას რაც შეეხება, არაფერი დაფარული და დამალული არ არის. ამ შეხვედრაზე დავით კეზერაშვილის გარდა, სხვა ძალიან ბევრი საინტერესო, ბიზნესმენი, ქართველი, მათ შორის, საქართველოში მოღვაწე, რომელიც შეიძლება დღეს ითვლებოდეს ბიძინა ივანიშვილის კარზე მიღებულ ბიზნესმენად, ეს ხალხი და მათი წარმომადგენლები, ძალიან ფართო სპექტრი იყო წარმოდგენილი.
ის ხალხი, ვინც თვლის, რომ რუსული პარტია უნდა დასრულდეს და ვისაც ყელში აქვს ამოსული, რაც დღეს ხდება, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ივანიშვილს ძალიან არ მოეწონება. ჩემი აზრით, დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე მუშაობენ და დაიწყებენ ამის გადამოწმებას – ვიღაც საქართველოდან ჩამოვიდა, ვიღაც საფრანგეთიდან, ვიღაც გერმანიიდან, ვიღაც ბელგიიდან, ვიღაც შვედეთიდან, ვიღაც ფინეთიდან.
ყველას დაველაპარაკები, ვისაც ერთი აგურის დადება შეუძლია ივანიშვილის წინააღმდეგ, მათ შორის კეზერაშვილს”
კომენტარები