პარტია „გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს, მიმართა:
“ჩვენთვის ძალიან რთული დასაჯერებელია, რომ რაც ახლა ხდება პარლამენტში მართლა სერიოზული პროცესია და მართლა სერიოზული დაპირისპირება მიდის თქვენსა და მმართველ ძალას შორის. ამის მთავარი ამბავი არის თქვენი მოქმედებები და არა თქვენი განცხადებები. თქვენს განცხადებებს ჩვენ ხშირად მივესალმებოდით და ძალიან ხშირად მხარსაც გიჭერდით, მაგრამ იმისათვის, რომ მართლა ნდობა გაჩნდეს საჭიროა, რომ მოქმედებები დავინახოთ იმ ღირებულებების შესაბამისი, რაც არის ჩვენთვის სასურველი ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით. გარდა იმისა, რომ განცხადებები გავაკეთოთ, თქვენ ხომ გაქვთ ფიზიკურად ის ბერკეტები, რომელიც თქვენს გარდა არცერთ ადამიანს ამ ქვეყანაში არ გააჩნია და რომელსაც შეუძლია ქვეყანა წაიყვანოს ევროპის მიმართულებით და დასავლეთის მიმართულებით. ამ ყველაფერში არის რაღაც პრიორიტეტები, ეს იქნება სასამართლო, სადაც თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, შეიძლება ვერ ერკვეოდით ეროვნული ბანკის საქმიანობაში. მე ეს კითხვა მაქვს: თქვენთვის განცხადებების გარდა ევროპული ღირებულებების პრიორიტეტები რა არის და რას აკეთებთ იმ ძალაუფლებიდან გამომდინარე, რომელიც გაგაჩნიათ?“
კომენტარები