ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით. 86 მომხრე, 1 – წინააღმდეგი – პრეზიდენტის იმპიჩმენტი ჩავარდა.
რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის მხოლოდ 90–მა წევრმა, თუმცა, იმპიჩმენტისთვის მმართველ გუნდს 100 ხმა სჭირდებოდა. როგორც ჩანს, ოცნებამ is დეპუტატებიც კი ვერ დაარწმუნა, რომლების კენჭისყრისას დარბაზში დარჩნენ, რადგან 90 დეპუტატიდან, ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა, სამმა კი თავი შეიკავა კენჭისყრისგან.
პარლამენტს სიტყვით მიმართა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და თან მოუწოდა პარლამენტარებს ხმა მიეცათ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის და თან რამდენჯერმე გაიმეორა, რომ არ აქვს იმედი, იმპიჩმენტისთვის განკუთვნილი 100 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვონ.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა ოპოზიციას, დატოვონ პარლამენტის სხდომათა დარბაზი და გარეთ, ქუჩაში დაელოდნონ გადაწყვეტილებას, პრეზიდენტის ამ მოწოდებას ოპოზიციონერ დეპუტატთა უმრავლესობა დაემორჩილა. პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში მივიდა, სიტყვა წარმოთქვა, თუმცა, კითხვებს აღარ უპასუხა.
“80 კაცის ბრძოლა ერთი ქალის წინააღმდეგ… რას აუხსნით თქვენ შვილებს?” – სალომე ზურაბიშვილი
კომენტარები