რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, ლავროვი, რომელიც ბოლოს ჩრდილოეთ კორეას 2018 წელს სტუმრობდა, მოლაპარაკებებს გამართავს თავის ჩრდილოეთ კორეელ კოლეგასთან.
რუსული მედიის ინფორმაციით, ლავროვი ფხენიანს პუტინის ჩინეთში ვიზიტის შედეგებს გააცნობს. შესაძლოა განიხილონ პუტინის პოტენციური ვიზიტიც ჩრდილოეთ კორეაში.
შეგახსენებთ, ლავროვის ორდღიან ვიზიტამდე ერთი თვით ადრე, რუსეთში იმყოფებოდა კიმ ჩენ ინი, რომელმაც პუტინი ფხენიანში მიიწვია. განიხილეს სამხედრო თანამშრომლობის საკითხები უკრაინის წინააღმდეგ.
კომენტარები