“ქართუს” ყოფილი თანამშრომელი, მედეა შაფათავა, სოციალურ ქსელში, წერს:
Good news.
Very good news.
ვიცი, ბევრს გაგიხარდებათ:
მე და ქართუ მოვრიგდით მათ მიერ სექტემბერში შეტანილ სარჩელზე.
მორიგება მოხდა ჩემი ინიციატივით და ჩემი ძალიან, ძალიან, ძაააალიან დიდი ძალისხმევის შედეგად.
ბუნებრივია, მათაც გუდვილი გამოიჩინეს.
დეტალებს არ ვწერ.
გულწრფელად, არ ვიცი, ვინ დამეხმარა. ვინც არ უნდა იყოს, დიდი მადლობა❤️
მართალია, საქმე თავშივე შეიძლებოდა მოგვარებულიყო, მაგრამ რაცაა, ესაა. დიდი გამოცდილება შევიძინე. ღირებული?♀️
რასაკვირველია, ჩემი უზარმაზარი ფინანსური ზარალი და ნერვიულობა განსაკუთრებით აღარ ანაზღაურდება, მაგრამ მაინც მიხარია, რომ ეს ამბავი დასრულდა.
დარჩა მხოლოდ ერთი ნაწილი, რომელზეც ვცდილობ, ფინალში გავიდე (ჩემი სარჩელის ნაწილში).
მადლობა ყველა ნამდვილ მეგობარს. მადლობა მათაც, ვინც ნამდვილი სახე დამანახა.
მადლობა ყველას, ვინც ამ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მამხნევებდით. ადამიანურად ვალში ვარ❤️
P.s. გამიმართლა, რომ ჯანმრთელი ვარ და სისხლი არ ჩამექცა ამდენ სტრესში. სახლში მივდივარ, მაშა გავახარო, ბავშვი ამ ჰორრორ ფილმის ყურებით დავღალე❤️❤️❤️
მორალი: მე აღარასოდეს გადავყვები სამსახურს და მხოლოდ საკუთარი ინტერესებით ვიხელმძღვანელებ და ყველას იგივეს გირჩევთ.
კომენტარები