დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ საგარეო საქმეთა მინისტრს და სთხოვა განმარტება, რას ნიშნავს, როცა საქართველოს ხელისუფლება ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტში ” პარტიებს შორის კავშირების გაფართოების აუცილებლობაზე” საუბრობს.
მაშინ, როდესაც ევროკავშირი ჩინეთთან სამ პრინციპს ეყრდნობა – პარტნიორობა, კონკურენცია და გლობალური მეტოქეობა, მაშინ, როდესაც ჩვენი არჩევანი არის დემოკრატიული განვითარება, ჩინეთისა არ არის, რანაირად აწერთ ხელს იმას, რომ ჩინეთთან მმართველობით ფორმებს გაიზიარებთ და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, არ ვიცი, „ქართული ოცნება“ ივლის, ალბათ, თორემ მე რა ჯანდაბა მინდა. რას ნიშნავს, როცა ამას ხელს აწერდით, როგორ მითარგმნით მე, მმართველობით ფორმაში გამოცდილების გაზიარებას, როდესაც ჩვენი გაცხადებული ინტერესია დემოკრატია და ჩინეთის ნამდვილად არ არის დემოკრატია რბილად რომ ვთქვათ. ამიტომ იქნებ გამაგებინოთ, გასაგებად, ჩინური პასუხები არ მინდა, ქართულად ამიხსენით რას ნიშნავს ეს ყველაფერი და თუ ვაღრმავებთ, სადამდე შეიძლება წავიდეს ეს და თუ ყოფილა კითხვები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ამასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ სრულიად მოულოდნელი იყო,“ – ამბობს თეონა აქუბარდია.
საქართველო-ჩინეთის შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილში წერია, რომ: „მხარეები ხაზს უსვამენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, ისევე როგორც პოლიტიკურ ჯგუფებსა და პარტიებს შორის კავშირების გაფართოების აუცილებლობას, რათა მოხდეს გამოცდილების გაზიარება და ურთიერთობის გამყარება სხვადასხვა მიმართულებით“.
კომენტარები