საქართველოს საპატრიარქოში შედგა სინოდის კომისიის სხდომა. სხდომამ განიხილა სოფელ მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის სავანის არქიმანდრიტ მელქისედეკის (მიქავა) გამონათქვამები, რომელიც მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ წერილებში იყო ასახული.
საპატრიარქოს ცნობით, არქიმანდრიტ მელქისედეკს (მიქავა) განემარტა, რომ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) მიმართ გამოთქმული უარგუმენტო ბრალდებები, მისი სამღვდელო ხარისხის შეჩერების საფუძველს ქმნის და გაფრთხილების შემდეგ, მსგავსი ცილისწამებების განმეორების შემთხვევაში სწორედ ეს შედეგი დადგებოდა უპირობოდ.
საპატრიარქო წერს, რომ არქიმანდრიტმა მელქისედეკმა გადაცდომა აღიარა და წერილობითი სახით შენდობა ითხოვა შეცდომის გამო.
საპატრიარქო აქვეყნებს წერილობით აღიარებასაც და წერილობით შენდობის თხოვნასაც:
კომენტარები