უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, ოლექსანდრ კოჩურას განცხადება:
„იურიდიული კონსულტაცია ბლოგერებისთვის. ოფიციალურად, პრემიერისგან რადაში სააკაშვილის თაობაზე არანაირი შემოთავაზება არ შემოსული. ვერ გაიხმობ იმას, რაც არც შემოსულა“, — წერს იგი.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის უმაღლეს რადაში საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის განხილვა უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე აღარ შედგება. თავდაპირველად, ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინული გამოცემის, „ცენზორ.ნეტ-ის“ მთავარმა რედაქტორმა, იური ბუტუსოვმა გამოაქვეყნა.
მოგვიანებით, ბუტუსოვზე დაყრდნობით, ეს ცნობები გაავრცელეს სხვა უკრაინულმა მედიასაშუალებებმა, მათ შორის- „უნიანმა“.
გარდა ამისა, „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, რადას ერთ-ერთმ დეპუტატმა განაცხადა, რომ სააკაშვილი მის ფრაქციასთან, „გოლოსთან“, უფრო მეტად საუბრობდა ზელენსკის მრჩევლის პოზიციაზე.
თუმცა, იური ბუტუსოვის ცნობით, ვიცე-პრემიერობის მაგივრად მმართველ პარტია სურს, სააკაშვილი თავის წარმომადგენლად ოდესის [მერის] არჩევნებზე წარადგინოს.
ბუტუსოვის ცნობით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა უმაღლესი რადადან სააკაშვილის კანდიდატურა უკან გამოიხმო.
კომენტარები