სოციალურ ქსელში, გვერდზე “მოგზაურთა კლუბი” ს. მ. წერს:
“ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ში საბაჟო და საპასპორტო კონტროლზე მომუშავე, დაცვის სამსახურის თანამშრომელი, რომლის სახელიც მოგვიანებით გავიგე, აქ არ დავასახელებ უბრალოდ… (შეგნებულად) მინდა ისტორია დავწერო, მოკლედ და ლაკონურად, ზრდილობიანადაც, როგორაც შევძლებ..ქუთაისი-აბუ დაბის რეისი გვაქვს მე და ჩემს მეუღლეს. ქართულს ვასწავლი მე თავად და გინებაც ესმის და კარგიც…კონტროლზე რომ შევედით მოვიხსენით ჩანთები, ჩავალაგეთ ჩვენ ჩვენი ნივთები კონტეინერებში. გავიარეთ სკანერი. და ერთ-ერთი გოგო ჭარბი წონით, ხვეული აწეული თმით, შეხსნილი პერანგით, აწვდის ჩემს მეუღლეს კონტეინერს (ამაზრზენი სახითა და ტონით მიმართავს) -შენი ბინძური სალფეთქი დაგრჩაო.(ეს სალფეთქი ჩემი იყო და მებაჟე ბიჭმა მითხრა ჩააგდეო ამ კომტეინერშიო)აიღო ჩემმა მეუღლემ ხმა არ გასცა და ჩააგდო იქვე ურნაში. ამის შემდეგ აიღო ამ გოგონამ ეს კონტეინერი, სახე მეორე დაცვის პოლიციელისკენ შეატრიალა და ამბობს: შენი დედაც მოვ@&ანო…. აი, მე ვერ აგიხსნით, შიგნიდან ცეხლი წამეკიდა და რომ დამინახა რომ მე ყველაფერი გავიგე …წავიდა ქათამივით დაკრუხდა და დაჯდა სკამზე… ისე ვლანძღე, დანარჩენმა დაცვის თანამშრომლებმა ვერ გაიგეს რის გამო ვლანძღავდი …. ხალხი გველოდებოდა, უკან რიგი იდგა, ამის გამო გავედით და პასპორტ კონტროლიც გავიარეთ…. დუთი ფრი გავიარეთ და მანდ ტირილი ამიტყდა ისტერიული … როგორ იკადრა იმ …. რომ იგინება თქო…. სულ რომ უცხო ყოფილიყო და იმაზე შეეგინებინა იმაზეც რეაქცია მექნებოდა….ამას თუ კითხულობ მინდა იცოდე რომ ძალიან საცოდავი ხარ… ბოღმიანი ..საბოლოოდ ჩემმა მეუღლემ დარეკა ემირატების საელჩოში… საკმაოდ კარგ თანამდებობაზეა და ვიღაც პოლიციელს არ შეარჩენს დედის შეგინებას. მალევე ჩახსნიან… და ვერც ვერასოდეს დაიწყებს მუშაობას ვერსად!!! იმედია მსგავსი ფაქტი არავის გექნებათ ან გქონიათ
კომენტარები