ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
ევროპაში ვარ.
სასტუმროს ოთახში რომ ვლაგდებოდი, 50 ევროიანი ვიპოვე.წინა მაცხოვრებელს გარდერობში დაუმალავს მეორე საბნის ქვეშ, ალბათ მარქაფათ, ანუ დაუვიწყარი თბილისური ჟარგონით “დაუზაგაჟნიკებია” და მერე დავიწყნია.მეორე დილით რესეფშენში ჩავდივარ. კონსიერჟი მზარეულ აფრიკელ ქალს ესაუბრება.ამაყად ვუწვდი 50 ევროიანს და ვეუბნები: “ბატონო, ეს ჩემს ოთახში ვიპოვე, ჩემი არ არის”.რაც მთავარია, არც ერთს არ გაჰკვირვებია.რომელ ნომერში გაჩერდით ბატონო?…. გმადლობთევროპა!გამოვდივარ ქუჩაში და მიხარია, აუცილებლად ჩახედავს კომპიუტერს და ნახავს, რომ საქართველოდან ვარ.ევროპის ერთ- ერთი თვისება საზოგადოებისადმი მოწიწებაა; იქ რომ ხარ ასეთი მოწიწება გიჩნდება იმიტომ, რომ ი მ ს ა ხ უ რ ე ბ ს!
და რასაც ის აუცილებლად დაგიფასებს.თუნდაც კეთილგანწობილი ღიმილით.
კომენტარები