,,ლელოს” წევრი, ლევან სამუშია აცხადებს:
“თვეები გავიდა შოვის უბედურებიდან და ტრაგედიიდან და რუსული ხელისუფლების მიერ არანაირი პასუხი გამოძიებასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს რუსული გამოძიება, ჩვენ არ გვაქვს. მოგეხსენებათ, “ლელომ” დაუყოვნებლივ მიმართა საგამოძიებო ორგანოებს და პროკურატურას, რომ დაწყებულიყო გამოძიება შესაბამისი, რელევანტური, უფლებამოსილი საგამოძიებო ორგანოს მხრიდან, პროკურატურის მხრიდან, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ე.წ. გამოძიება მიმდინარეობს შსს-ში და რუსული ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ გამოძიება ჩაიფარცხოს, მიჩუმათდეს და საზოგადოების ყურადღება იქნას გადატანილი. ლელო მოითხოვს და მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, გამოძიების მწარმოებელ ორგანოს, ე.წ. გამოძიება სადაც მიმდინარეობს და რუსული გამოძიების ხელმძღვანელობას, რუსულ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს გამოძიების მიმდინარეობს შედეგები, და ეცნობოს საზოგადოებას თუ რა ეტაპზე და როგორ მიმდინარეობს გამოძიება, ასევე, მოითხოვს თერმული დრონის, ღამის დრონებზეა საუბარი […] დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს თერმული დრონის ჩანაწერები, გასაჯაროვდეს ტრაგედიის პირველივე ღამის პირველივე წამებიდან, საზოგადოებას მოახსენონ ამ შემთხვევაში ე.წ. გამოძიების შედეგად რა დადგინდა, დადგინდა თუ არა ის, რომ ვინ იყო პასუხისმგებელი, რომ არ განთავსდა ადრეული გაფრთხილების სისტემები, “ლელო” მოუწოდებს ე.წ. რუსულ გამოძიებას დაუყოვნებლივ იქნას გამოქვეყნებული გამოძიების შედეგები”
კომენტარები