ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:
დიდი ომი. . . . . . . . . .ღრმა ევროპაში ვარ.დიდ ქალაქში…. ვზივარ გამზირის პირას, უძველესი ეკლესიის გვერდით.ადამიანებს ვაკვირდები…ევროპაში ყველაზე საინტერესო ადამიანებისთვის თვალის მიდევნებაა.
ლაღები, უდარდელნი, ბედნიერები…ნეტავ თუ აცნობიერებენ ეს ადამიანები, რომ კაცობრიობა დიდი ომის წინაშე დგას? იქნებ ყველაზე დიდი ომისა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.უკრაინაზე დიდი ომის.იმიტომ, რომ უკრაინაში On the ground მაინც მხოლოდ ორი სახელმწიფო ებრძვის ერთმანეთს, ხოლო ბიბლიურ მიწაზე თუ ომი დაიწყო, შესაძლოა ათეულობით სახელმწიფო ჩაერთოს.მართალი იყო ჰანტინგტონი, როცა “ცივილიზაციათა კონფლიქტზე” წერდა.თუმცა მე ტერმინს დავაზუსტებდი: მეგა-იდენტობათა ომი!არსებობს იუდეა-ქრისტიანული მეგა იდენტობა ( ცივილიზაცია), რომლის მატარებელია მილიარდი ადამიანი და ისლამური მეგა- იდენტობა. ასევე დაახლოებით მილიარდი ადამიანი.მოდელირებას ვცდილობ ხოლმე.აბა ვცადოთ:შევიდა ისრაელი ღაზაში, დატრიალდა იქ საშინეკება, დაარტყა ისრაელს ჰესბოლლამ, დაარტყა ისრაელმა ლიბანს და სირიას….ირანის დიდმა აიათოლლამ გამოაცხადა ჯიჰადი, ერდოღანი მილიონიან მიტინგზე სტამბულში გამოდის არანაკლებ რადიკალური მოწოდებით, ბირთვულ(!) პაკისტანში იკრიბება ყველა ისლამური სახელმწიფოს ლიდერი, ალჟირით დაწყებული და მალაიზიით დასრულებული…ლოცულობენ მექასკენ პირშებრუნებით, ემხობიან მიწაზე, ძალას შესთხოვენ ალლაჰს.პუტინი შეკრებაზე აგზავნის რუსეთის შიიტ და სუნიტ მუფტიებს.მეორეს მხრივ იკრიბება NATO და აფრთხილებს ისლამურ სამყაროს, რომ ისრაელის განადგურებას არ დაუშვებს….ბრიტანეთი და საფრანგეთი ფლოტს აგზავნიან ისრაელის ნაპირებთან….ამერიკა კიდევ სამ ავიამზიდს.წკიპზეა მსოფლიო მართლა.მოდელირება იქით იყოს და მართლა “წკიპზეა”.ისლამურ მეგა იდენტობასაც აქვს ბირთვული იარაღი და რაც ბევრად მეტია …..მილიონობით პოტენციური(!) ფანატიკოსი იმავე მშვიდ და ბედნიერ ევროპაში…..მე აბა ვინ ვარ, მაგრამ ღრმად მწამს, რომ არ არის ამ სიტუაციიდან სხვა მშვიდობიანი გამოსავალი ვიდრე “ოსლოს” კონცეპტია:ა)პალესტინამ და მთელმა არაბეთმა უნდა აღიაროს ისრაელის არსებობის უფლება 1967 წლამდელ საზღვრებში გარდა იერუსალიმისა.ბ)ისრაელმა უნდა აღიაროს პალესტინას სახელმწიფო 1967 წლამდელ საზღვრებში გარდა იერუსალიმისა.გ)იერუსალიმი უნდა იყოს ერთიანი და განუყოფელი ისრაელის საზღვრებში.დ) ისრაელი დათანხმდეს ტაძრის მთის და ალ აქსას ავტონომიას ისრაელის შემადგენლობაში, რაც ისრაელის მხრიდან დიდი დათმობაა, რაკი ეს ავტონომია იმას ნიშნავს, რომ სოლომონის ტაძარი არ აღდგება.
ებრაელები კიდევ ათასობით წელი ჰგოდებენ და დაღვრიან ცრემლს მის ერთადერთ კედელთან.
კომენტარები