მარნეულის მუნიციპალიტეტის ჯეო ჰოსპიტალის კლინიკაში დღეს კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მარნეულის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ეთერ ლაფერაძე აცხადებს, რომ ამ სამი შემთხვევიდან ერთია მხოლოდ მარნეულიდან, ერთი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან და ერთიც თბილისის მაცხოვრებელია.
„მარნეულელი პაციენტი, სოფელ მარადისიდან 70 წელს გადაცილებული მამაკაცია, მარადისში 10 აპრილს დაფიქსირდა ვირუსი და სწორედ იმ პაციენტის ოჯახის წევრია 70 წელს გადაცილებული მამაკაცი რომელსაც დღეს დაუდასტურდა ვირუსი, იგი თვით იზოლაციაში იმყოფებოდა.
დანარჩენი ორი დაინფიცირებულიდან ერთი თბილისელი ექიმია რომელიც ჯეო ჰოსპიტალის კლინიკაში მუშაობს, მეორე თეთრი წყაროდან არის.
მიმდინარეობს ორი პაციენტის კონტაქტების დადგენა“, – განაცხადა ეთერ ლაფერაძემ.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის ჯეო ჰოსპიტალის კლინიკაში 19 აპრილის შემდეგ ეს კორონა ვირუსის პირველი შემთხვევაა.
კომენტარები