პარლამენტის წევრი გუბაზ სანიკიძე “ტვ პირველის” ეთერიდან ოპოზიციას მიმართავს და ამბობს, რომ დროა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პოლიტიკური ინიციატივა საკუთარ ხელში აიღონ.
სანიკიძის თქმით, საქართველოს ომში ჩართვა მმართველი პარტიის საფრთხის გარანტორობამ და ივანიშვილის “ტრიუკებმა” განაპირობა.
პოლიტიკური ინიციატივა ოპოზიციამ საკუთარ ხელში უნდა აიღოს. ჯერჯერობით ინიციატივა “ქართულ ოცნების” ხელშია და ჩვენ ხახადაღებულები მივჩერებივართ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს. რამდენი ჭიტაც არ უნდა ითამაშონ “ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენც ომში ვართ. ოთხივე ჩვენი მეზობელი კონფლიქტებშია ჩართული. მმართველი პარტია თვითონ საფრთხეა, იგი გარანტორია, რომ საქართველო მუდმივ საფრთხეებში იყოს, გრავიტაცია ჰქონდეს დაკარგული და ყველას ეფიცებოდეს, რომ მე შენკენ ვარ, ეს ბიძინას ტრიუკებია. ჩვენ გარუსება კი არ გვემუქრება, ჩვენ ვართ გამორუსებულები უკვე“
კომენტარები