“ასე აგივარდა თავში? მოსახვევებში ცოტა რბილად” – ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძემ “ტვ პირველის” პირდაპირი ეთერიდან ნიკა მელიას მიმართავს და მას პარტიიდან წასვლისკენ მოუწოდებს, იმ პარტიიდან, რომელიც ბარამიძის თქმით, ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარისთვის მისაღები აღარ არის.
,,ჩემო ნიკა, მე მიშა სააკაშვილამდე ვარ პოლიტიკაში მოსული. მიშა ჩემი მეგობარია, მე გავაცანი ზურა ჟვანიას და ზურასთან ერთად მეც ვიყავი ის, ვინც სიაში ჩავსვით მიშა და ჩემზე წინ წავიდა ის და შენ გგონია, რომ შენ რამეს მიაღწევდი მიშა სააკაშვილის გარეშე? აი ასე უკვე აგივარდა თავში? მიშა სააკაშვილის მხარდაჭერა რომ არ გქონოდა, რამეს მიაღწევდი პოლიტიკაში? მიშას მხარდაჭერა მე არ მეთაკილება. მას ეთაკილება, როგორც ჩანს.
მე მიშას გუნდში ფონს დიდი ხანია გასული ვარ და შენ რას გახვიდოდი, მიშას მხარდაჭერა რომ არ გქონოდა? ამიტომ, ძალიან გთხოვ, მოსახვევებში ცოტა რბილად, ერთმანეთის პატივისცემით და რას ვლაპარაკობთ და ვისზე ვლაპარაკობთ, უნდა ვიცოდეთ. ჩემო ნიკა, დაამთავრე ეს იწილო-ბიწილო, სირცხვილია უკვე. გატყობ რომ არ გინდა ამ პარტიაში და ელემენტარული ვაჟკაცობა უნდა გეყოს, მაშინ შენ შენი გზა აირჩიე და ღმერთმა ხელი მოგიმართოს”. – განაცხადა ბარამიძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში.
კომენტარები