ვანო მერაბიშვილმა ბევრი შეცდომა დაუშვა, თუმცა ეს ადამიანი 6 წელი იჯდა ციხეში და დღეს ვერავინ დაუშლის აქტიურ პოლიტიკაში ყოფნას – განაცხადა „ღამის კურიერის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.
მელია არ აკონკრეტებს გააგრძელებს თუ არა ვანო მერაბიშვილი საქმიანობას „ნაციონალურ მოძრაობაში“.
„მას ჰქონდა შეცდომები და ეს პირადადაც მითქვამს. მთავარი შეცდომა იყო ის, რომ გირგვლიანის საქმის შემდეგ არ გადადგა. ვერასოდეს ვერ გავიგებ რა ძალამ გააჩერა კაბინეტში“
კომენტარები