კომპანია 2020 წელს პანდემიის პერიოდში დაარსდა. სულ რამდენიმე ადამიანით დაიწყო ფუნქციონირება. თავდაპირველად იტალიური ბრენდ “არისტონით” შემოვიდა ბაზარზე, შემდეგ კი სხვა ბრენდების მოძიება და გავრცელება დაიწყო, როგორც საკუთარ მაღაზიებში, ასევე პარტნიორ ჰიპერმარკეტებსა და ქსელებში.
კომპანია „ ცელსიუსი“ უკვე 3 წლისაა.
„ძალიან გვიხარია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, შევკარით პროფესიონალთა გუნდი, რომელიც მომხმარებლის კომფორტის შექმნაზე მუდამ ზრუნავს; პარტნიორი კომპანიები, როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ; შემოვიტანეთ ევროპული მაღალი ხარისხის პროდუქცია; შევქმენით მომსახურების სტანდარტი და გვყავს ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი. ეს პერიოდი თითოეული ჩვენთაგანისთვის ბეწვის ხიდზე გავლა იყო. ვფიქრობთ, ჩვენ ეს შევძელით. ვულოცავ თითოეულ „ცელსიუსელს“ იუბილეს! წინ მრავალი სიახლე და წარმატება გველის“ – ამბობს მარკეტინგის ხელმძღვანელი სოფო ახალაია.
„ჩვენი კომპანია ორიენტირებულია ინოვაციების დანერგვაზე, ხარისხიან პროდუქციის შემოტანაზე და ზრუნავს ეკოლოგიაზე. ამის დასტურია, ენერგოეფექტური პროდუქცია ქსელში, რომელსაც ცელსიუსი სთავაზობს მომხმარებელს“- გვითხრა კომპანიის დირექტორმა თამარ მაჩიტიძემ.
დაბადების დღესთან დაკავშირებით 31 ოქტომბრის ჩათვლით მომხმარებლებისთვის სხვადასხვა შეთავაზებებია. პროდუქციის შეძენა, როგორც მაღაზიებში, ასევე ონლაინაა შესაძლებელი.
დეტალები: celsiusi.ge
კომენტარები