ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი:
ერთი ცნობილი კაგებეშნიკი იყო 90-იანებში, ალექსანდრე ჭაჭია. ახლაც მოსკოვშია. ახლაც რუსეთის მონაა.
ხოდა, ერთ მშვენიერ დღეს, რუსეთმა, ამ ჭაჭიას ხელით, წამოიწყო კამპანია “ფოთი სამეგრელოა!”.ფოთის პორტზე იყო მაშინ დამოკიდებული, მთელი საქართველო იშიმშილებდა თუ არა.ფოთში უნდოდათ არეულობის გამოწვევა რუსებს (შევარდნაძის თხოვნით შემოყვანილი ბალტინის ჯარები მალევე გავიდნენ). ხოდა, შემოაგდეს –“ფოთი სამეგრელოა!”გეცნობათ?“გარეჯი საქართველოა!”ალბათ იგივე სცენარისტი ზის მოსკოვის იმავე კაბინეტში და იმავე უკეთურ საქმეს ემსახურება.აქაც ბევრი არაფერი შეცვლილა:მაშინ მამა კობახიძე იყო აქ, დღეს – შვილი კობახიძეა.
ტრაგიკული ერი ვართ…
კომენტარები