ამერიკაში მცხოვრები მსახიობი, იუნა შაფათავა
ზუსტად ისევე, როგორც ნაცების დროს მე გამიშვეს სამსახურიდან, მამაჩემი და სოფიკოზე მემუქრებოდნენ, რომ ტრა*ი მიმეყენებინა ეროვნული ნაკრების (ჩოგბურთი) დაფინანსების მოთხოვნით, სულ რაღაც 11 წელიწადში, ქართულმა ოცნებამ deja-vu ჩაგვიტარა, ქართული ოცნების დამფუძნებლის მარჯვენა ხელის ოჯახს- რის გამოც დედა გვიტირეს? იგუცე ჩაგვიტარა ოცნებამ.ერთი ნიუანსით- მე ველოდი მოვლენების ასეთ განვითარებას და ოცნების დიდ ჩრდილში ყოფნას, წასვლა ვარჩიე.მაგრამ უბრალოდ ვაკეთებ ფაქტის კონსტატაციას: როგორც მიშა სააკაშვილმა დატოვა მამაჩემი უმუშევარი, მე და ოჯახი ბედის ანაბარა, ვინაიდან ‘დეა ხომ მუშაობს’, ისე მოიცილეს დეა და მთელი ოჯახიც იგივენაირად ‘ჩარეცხეს’. კი, ის იყო დევნა, ესეც არის დევნა, ორი სხვადასხვა მთავრობისგან, რომელთაც თითქოს და განსხვავებული პრინციპები გააჩნდათ.ახლა ისმის კითხვა:რით განსხვავდება ნაცმოძი ოცნებისგან?მე ვაპირებ გავასაჩივრო ორივე, მამაჩემი და დეაც და იგივენაირად ვითხოვო სამართლიანობა და დევნის შეწყვეტა, როგორც მაშინ ვითხოვდი.და საკმაოდ გამაჩნია მტკიცებულებები, რომ საერთაშორისო სამართლის გარჩევის საგანი გახდეს, ეს მთავრობა, თქვენი წინამორბედის მსგავსად.ეს არ არის ერთი ოჯახის ისტორია. ეს დღევანდელი საქართველოა, უბრალოდ თქვენ გავიწყდებათ და უგულებელყოფთ იმ ფაქტს, რომადამიანების ცნობიერება გაიზარდა და წვრილმანი გოიმი მაფიის დრო აღარ არის და თქვენი ბნელი და გოიმი მენტალობა ფაქტებთან და სამართალთან უძლურია.
კომენტარები