აფხაზეთში გამოცემა JAMnews-ის რედაქტორი ინალ ხაშიგი ამბობს, რომ პუტინის გადაწყვეტილებაზე თანხმობის გარდა აფხაზეთის ხელისუფლებას სხვაგვარად მოქცევა არ შეეძლო. მისი თქმით, თუ ბჟანია ამ მოთხოვნაზე უარს ეტყოდა პუტინს, ეს აფხაზეთს სერიოზულ ნეგატიურ შედეგებამდე მიიყვანდა – “რა არის უარესი, უკრაინული რაკეტები თუ პუტინის რისხვა” – ამბობს ხაშიგი და აცხადებს რომ აფხაზეთს უარი რომ ეთქვა რუსეთისთვის, საუკეთესო შემთხვევაში დაკარგავდა ფინანსურ მხარდაჭერას და რუს ტურისტებს, რაც კატასტროფა იქნებოდა, უარეს შემთხვევაში კი მოვლენები შესაძლოა მთიანი ყარაბაღის სცენარის მსგავსად განვითარებულიყო.
„ბჟანია პუტინს უარს ვერ ეტყოდა ბაზებზე, თუნდაც უკრაინული თვითმფრინავები ყოველდღე ბომბავდნენ ოჩამჩირეს“– აცხადებს აფხაზი ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, დროებით ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული საზღაო ფლოტის მოსაწყობად აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე სამი კვირაა სოფელ ფიჩორთან, ანაკლიიდან 4 კილომეტრში, ოკუპანტები ფლოტის მოსაწყობად ემზადებიან.
წყარო – მთავარი არხი
კომენტარები