თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ერთვება, ის პუტინის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან საქართველოს მესამე პრეზიდენტი დსთ-ის დაშლაში დაადანაშაულა:
“დღევანდელ სასამართლოსთან პირდაპირ კავშირშია ის, რომ ამასწინათ დსთ-ის ნარჩენების სხდომაზე დამადანაშაულა პირდაპირ იმაში, რომ მე დავუშალე დსთ და ვამაყობ ამით, რომ მართლაც მიმიძღვის წვლილი და ეს პირდაპირ უკავშირდებოდა იმ მოვლენებს, რომელიც უკავშირდება იმ პერიოდს, რომელსაც თქვენ არჩევთ ამ ე.წ სისხლის სამართლის საქმის გარჩევისას.
ვიცით, რო პუტინი არის საქართველოს დაუძინებელი მტერი, ტერიტორიების დამპყრობელი და მისი მხრიდან ასეთი პირდაპირი დადანაშაულება ჩემი, პირდაპირ მიუთითებს თუ ვისი მითითებით არის ეს საქმე აღძრული.
თქვენ იცით, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე არის სანქცირებული როგორც ფსბ-ს აგენტი და ყველაფერი გასაგებია, თუკი ვინმეს რამეს გაგება უნდა.” თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
კომენტარები