დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე:
„რისი ევროკავშირში შემყვანია “ქართული ოცნება”, გუშინწინ, აქვე ლომისის ტაძარში შევიდნენ რუსი მესაზღვრეები და ხელისუფლება დაიმალა. გამოიყვანეს მღვდლები და ალაპარაკეს სისულელე, რომ თურმე ოკუპანტები ყოფილან თბილები და საყვარლები.
უფრო მეტიც, ჯაღმაიძემ თქვა, თითქოს ჩვენი ბრალი ყოფილა, გავაღიზიანეთ რუსები იმით, რომ ვიღაცას ქართულ სოფელ კირბალში აუფრიალებია საქართველოს დროშა.
ახლა უცებ მახსენდება, თევდორე მღვდლის ადგილას ჯაღმაიძე რომ ყოფილიყო, შორი გზით კი არ წაიყვანდა და გზას კი არ აურევდა მტერს, პირდაპირ, მოკლე გზით თბილისზე წამოიყვანდა ალბათ. ამას ჰქვია პატრიოტიზმი და ქრისტიანობა?”
კომენტარები