პარტია “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ “დღის ამბებთან” საუბრისას, თქვა:
“ვიცნობ ამ ანატომიას და არ მიჭირს გამოვიცნო, როდის აქვთ ზედმეტად შეპარული საფრთხე. ეს მათი განცხადებებით და კომენტარებითაც გამოიხატება. ისინი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ცდილობენ, როგორმე მაქსიმალური სამართლებრივი ბერკეტები ჰქონდეთ, ამიტომ ყველაფერს, რაც შეიძლება იყოს მმართველი პარტიის კონტროლის მიმართ და პირველი პრეზიდენტია, რომელსაც ვერ უხერხებენ ვერაფერს, ვერ მოაქციეს მარწუხებში, ვერ აიძულეს, რომ გაჩუმებულიყო და გაჩერებულიყო, შესაბამისად ამაში საფრთხეს ხედავენ. მათთვის საფრთხეა “ქართული ოცნების” მიღმა დარჩენილი პრეზიდენტი, რომელიც არ აპირებს იმოქმედოს იმ გრაფიკით და ტრაექტორიით, რასაც მმართველი პარტია უსაზღვრავს.”
კომენტარები