„ვინაიდან დღეს ვირუსის გავრცელების კოეფიციენტი 1-ზე ნაკლებია, ეს გვაძლევს საშუალებას, თითქმის მტკიცებით ვთქვათ, რომ 4-დან 5 ათასამდე პაციენტი 9 მაისისთვის არ გვეყოლება.“- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „მოამბის“ ეთერში განაცხადა.
„ინფიცირებულთა რიცხვი არ იქნება ისეთი დიდი, როგორი მოლოდინიც გვქონდა აპრილის ბოლოს. მაშინ ვსაუბრობდით ასეულობით პაციენტის დაინფიცირებაზე დღეში.
ამ პროცესს ვმართავთ და ჩვენი მონაცემები დარჩება ათეულების ფარგლებში“
კომენტარები