“გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილს სურს დარჩეს ისტორიაში როგორც ბოლო პირდაპირი არჩეული პრეზიდენტი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ევროინტეგრაციას:
`სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია საბოლოო ჯამში, როგორ გააგრძელებს. მე რასაც ვუყურებ მგონია, რომ მაგ ადამიანს არჩეული აქვს, რომ თავისი ვადის ბოლო პერიოდი დახარჯოს იმაში, რომ დარჩეს ისტორიაში როგორც ბოლო პირდაპირი არჩეული პრეზიდენტი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელი შეუწყო. ბოლო პერიოდი მისი ქცევა ამას გულისხმობს, ერთადერთი გამონაკლისის გარდა, რომ ის ხელს არ ადებს ივანიშვილს და არ ამბობს, ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ქვეყნის საგარეო კურსი შეიცვალა”
კომენტარები