შეერთებულ შტატებში კოვიდ-19 ძაღლს გამოუვლინდა. ამის შესახებ რეგიონალური ტელეკომპანია WRAL-TV იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაცით, ვირუსი ჩრდილოეთ კაროლინაში ძაღლს, სახელად უინსტონს დაუდგინდა. უინსტონი ქალაქ ჩაპელ ჰილში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც მისი პატრონები კოვიდ 19-ით დაინფიცირდნენ, ვირუსის სიმპტომები ძაღლსაც გამოუვლინდა. უინსტონი ახველებდა და აცემინებდა, რის გამოც ანალიზები მასაც აუღეს. ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
კომენტარები