ჟურნალისრი ინგა გრიგოლია ქალი დეპუტატების შეურაცხყოფას ასე ეხმაურება:
,,არ მინდა გავიმეორო ის შეურაცხყოფები,რაც დღეს ოცნების კაცი დეპუტატების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენელი ქალი დეპუტატების მიმართ მოვისმინეთ.
ყველაზე ამაზრზენია, როცა ქალებს გენდერული ნიშნით აყენებენ შეურაცხყოფას და როცა პარლამენტის თავმჯდომარე რომ ქვია, ის კაცი ხმასაც არ იღებს და გათავხედებულ კაცებს არ აჩერებს, თუმცა რა ხმის ამომღები შალვა პაპუაშვილია, როცა მთელ ქვეყანას აქვს ნანახი , მისი მხრიდან დეპუტატ თინა ბოკუჩავაზე ძალადობა, რასაც მალევე პაპუაშვილის გასპიკერება მოჰყვა.
ვის უბედავთ ,რას ბედავთ ოცნების კაცებო, ვისი ზურგით ბედავთ და რატომ გგონიათ, რომ იმის უფლება გაქვთ, რასაც სჩადიხართ?!!!
ქალი რომ ადვილი დასაჩაგრი გგონიათ, ის კაცები ხართ თქვენ, ადვილი დასაჩაგრი რომ გგონიათ ქალები პარლამენტშიც, მედიაშიც, საზოგადოებაშიც და ალბათ სახლშიც..
იმიტომაა ამდენი ძალადობა ამ დაჭაობებულ ქვეყანაში ქალებზე, იმიტომ კლავენ კაცები ქალებს, იმიტომ სცემენ, ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად ძალადობენ და უსწორდებიან, რომ თქვენნაირ აღვირახსნილ კაცებს იყურებენ… უსმენენ და მერე ალბათ ფიქრობენ, რომ თუ პარლამენტში შეურაცხჰყოფენ დებუტატი კაცები ქალებს, რა მოხდა თავადაც სახლში რომ იძალადონ ცოლებზე, შვილებზე, მეგობრებზე..
,,ოცნების,, ბანძო კაცებო( ალუდა ღუდუშაურის სიტყვით მოგმართავთ), იცოდეთ, რომ თქვენ ხართ დღეიდან პასუხისმგებელი ძალადობის ყველა ფაქტზე, რასაც ამიერიდან ექნება ადგილი საქართველოში!!!!
,,ოცნების,, ქალებო, თქვენც პასუხისმგებლები ხართ დღეიდან ძალადობის ყველა ფაქტზე, თუ არ გამოხვალთ და არ დაგმობთ იმ საზიზღობას, რასაც დღეს ჰქონდა ადგილი თქვენი კოლეგა მამაკაცების მხრიდან!
ჩემი სოლიდარობა თქვენ
Ana Tsitlidze @ teona akubardia”
კომენტარები