წალენჯიხის მერის მოადგილე, ისტორიკოსი და ჟურნალისტი თამარ ბელქანია:
“რამხელა სისუსტის გამოვლინებაა, როდესაც კაცი ქალს სიძულვილის ენით ესხმის თავს. ის რაც დღეს პარლამენტში მოხდა უკიდურესად ცუდი და მიუღებელია, მაგრამ კარგია ის ფაქტი, რომ ბევრი ადამიანი სხვადასხვა პარტიიდან სწორედ ამ ფაქტის დაგმობამ გააერთიანა. დღეს ყველა ხვდება, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან ეს ყველაფერი ქალის წინააღმდეგ ძალადობის წახალისებად ითარგმნება. მყისიერი რეაგირება დედაქალაქის პრიორიტეტია, რეგიონში ჯერ პულსი არ ესინჯება სოლიდარობის განცდას, როდესაც ქალისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებას ხედავენ სამივე სართულის სარკმლებიდან და მხოლოდ სეირის ყურებით იკმაყოფილებენ ეგოს.
ძნელია თმენის ვალდებულება, როდესაც შენს ღირსებაზე გადის და ძვირი ჯდება ეს თმენა ემოციურად.
არ ვიცი, სხვა კუთხეში თურმე ქალისადმი გინებაც მისაღები ყოფილა. არ ვიცი. ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ საქართველო/ სამეგრელო სწორედ ქალისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით გამოირჩევა.
მოკლედ, რომ ითქვას პატივისცემა პიროვნული ღირსების საგანია, ვინც სხვას არ სცემს პატივს ის ჯერ საკუთარ ღირსებას თელავს ფეხქვეშ.
ასეა ეს.
ბოდიში გრამოფონშია და არცერთ აფთიაქში არ იყიდება.
.პ.ს დარწმუნებული ვარ იმას, რასაც ქალს უბედავენ კაცს ვერ გაუბედავდნენ.
თავადაც მიკვირს.”
კომენტარები