ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას ოთხი ახალი კოვიდინფიცირებული ჰყავს, – ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 59 პაციენტი მკურნალონს.
„გუშინ გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი, 18 წლამდე ასაკის მოზარდი, რომელმაც კლინიკა უკვე დატოვა. 18 წლამდე ასაკის 10 პაციენტი გვყავს. დაგვემატა ასევე ოთხი ახალი პაციენტი. ინფიცირებულთა შორის მძიმედ რჩება ერთი, 40 წლამდე პირი, რომელსაც სუნთქვის მწვავე უკმარისობა აქვს, თუმცა ანამნეზი არ არის ძალიან მძიმე“, – განაცხადა კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.
როგორც მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი პაციენტების ნაწილი თეთრიწყაროდან არის.
„ახალი პაციენტებიდან ნაწილი დადასტურებული შემთხვევით გადმოიყვანეს თეთრიწყაროდან, ისინი არიან დედა-შვილი, დედა მკურნალობდა „კოვიდზე“ და ბავშვსაც გამოუვლინდა სიმპტომები. დანარჩენი ორი პაციენტი თბილისის ერთ-ერთი კლასტერიდანაა“, -აღნიშნა სოლოღაშვილმა.
მისი თქმით, ბოჭორიშვილის კლინიკიდან ახალი კორონავირუსზე კვლევაში ამ დროის მონაცემებით რვა პაციენტი ჩაერთვება.
კომენტარები