ჟურნალისტი, ბექა ყორშია:
ბანკომატთან ვიღაც რუსი მომადგა, ცოტა დაუჩქარეო. შემოვტრიალდი და რამე გინება თუ გამახსენდა, ან ოდესმე მსმენია, ყველა ერთად ვუთხარი. მათ შორის ისეთები – პასიურ მეხსიერებაში რომ მქონდა და უნებლიეთ ამოტივტივდა. დაახლოებით 20 წამს გაგრძელდა ეს ამბავი, მერე შევტრიალდი და გავაგრძელე საქმე. ამ რუსმა კი ყველაფერი გაიგო, მაგრამ ვითომ ვერ გაიგო და მკითხა, რა მითხარიო. ამ დროს გვერდითა ბანკომატის რიგში მდგომმა შუა ხნის კაცმა, “ჰაჰო…” – ჩაეღიმა და დაიწყო ჩემი გინებების დეტალური თარგმნა. აი, ეს სიტყვა ამას ნიშნავს, ის იმას ნიშნავს. აქ ეს დვიჟენია იგულისმება, იქ ის დვიჟენია, მარა არაპირდაპირ, ხო ხვდები ? არა, სასწაული ენაა ქართული… თქვენ სად გაქვთ ასეთი გინებებიო. ის ეუბნებოდა, კაი, კაი, აღარ გააგრძელოო, მარა ეს უფრო და უფრო ხატოვნად აგრძელებდა ჩემი გინების თარგმნას, თან შიგადაშიგ მეკითხებოდა: “დამსმელი აგინე ამას ?”, “არა, ეგ არა…”, “არაუშავს…”
– ა “დამსმელი” ეტა ზნაჩეტ…
კომენტარები