ხვალ, 12:00 საათზე სინოდის სხდომა გაიმართება. თეოლოგების ნაწილი თვლის, რომ შესაძლოა პატრიარქის, ილია მეორის გადაყენების საკითხი დადგეს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ასევე, კიდევ ერთი გავრცელებული ცნობის მიხედვით, მეუფე შიომ საზღვარგარეთ მოღვაწე ეპისკოპოსებს სთხოვა, რომ არ დაეტოვებინათ ქვეყანა და დასწრებოდნენ სინოდის სხდომას.
საპატრიარქოდან გამოსულმა მეუფე იაკობმა, მედიასთან, თქვა:
“არაფერია, მეორეც გვიწევს და ვატარებთ მეორე სინოდს. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მხოლოდ პატრიარქის მტკიცე გადაწყვეტილებით არის მოწვეული სინოდი. არც მეუფე შიოს და არც ჩვენ, არცერთს არ გვაქვს უფლება მოვიწვიოთ სინოდი. [პატრიარქის] ჯანმრთელობა ნორმალურია, რა თქმა უნდა, თავმჯდომარეა, აბა, ვინ უნდა წარუძღვეს. რატომ უნდა იყოს ხმაური ვერ გავიგე, ცოდოები არიან ისინიც, ეტყობა ხელფასებს იღებენ და მაგიტომ აკეთებენ მაგ პროგნოზებს [თეოლოგები] – თქვა მეუფე იაკობმა.
კომენტარები