ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია:
რა უნდა იყიდოთ მხოლოდ თიანეთში?
– ხმელი ლობიო უნდა იყიდოთ თიანეთში, რადგან ის არ ჭიანდება.– ხაჭო უნდა იყიდოთ თიანეთში, რადგან არსად საქართველოში ისეთი ხაჭო არ კეთდება, როგორც თიანეთში.– ხილი, რადგან თიანელები, როგორც წესი არ ზრუნავენ ხეხილზე, არასდროს წამლავენ, მოკლედ, ხეხილი თავისით უვლის თავს და თითქმის არსად გვხვდება საქართველოში ასეთი ნატურალური და ნაღდი ხილი.– კაკალი, თხილი, რადგან თიანეთში ფაროსანა ვერ უშავებს და ერთსაც და მეორესაც შესანიშნავი გემო აქვს სიჯანსაღესთან ერთად.აღარაფერს ვამბობ:– მოუხდელად გამოყვანილ ყველზე.– პატიოსნად გაკეთებულ დამბალ ხაჭოზე.– თუ ზედმეტი ქიმიის გარეშეა მოყვანილი კარტოფილი, რადგან თიანეთის მიწა განსაკუთრებულ გემოს აძლევს, როგორიც საქართველოს არც ერთ სხვა ნაწილში არაა.და ა.შ.
აი, ასეთია ჩემი მხარე.
კომენტარები