“ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი:
“რუსული ოცნებისთვის” ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ემსახურება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საბოლოო ჩაძირვას – გვომძღვრავენ ნაცსექტის ქურუმები. “რუსულ ოცნებას” აკიდეს ისეთი ტვირთი, რომელიც მას აუცილებლად მოაქცევს ევროპული ცოვილიზაციის ფსკერზე – ეს არის “გლობალური ომის პარტიის” ახალი ტაქტიკური ხრიკი.
მსგავსი მოტივაციით NATO-ს შტაბ-ბინაში მიმდინარეობს მსჯელობა, ალიანსში დაჩქარებული წესით რუსეთის მიღების თაობაზე, ოღონდ მოულოდნელად თავად რუსეთისთვის. ზუსტად ისეთი მოულოდნელი ფორმით, როგორც ეს “რუსულ ოცნებას” ჩაუ-სტატუსეს. პუტინი NATO-ს წევრობას ვერ აიტანს და კიდევ ერთხელ მოკვდება, ოღონდ ამ ჯერზე უფრო ხანგრძლივი პერიოდით. ზელენსკი ამით ისარგებლებს, აიღებს მოსკოვს, უ-პუტინოდ დარჩენილ რუსეთს NATO-დან გარიცხავენ და მის ადგილას მიიღებენ უკრაინას.
ეს არის “ქართული ოპოზიციის” წინასაარჩევნო პროგრამის მოკლე მიმოხილვა, რომელიც დიდი ალბათობით “რუსულ ოცნებას” გზას გაუხსნის საკონსტიტუციო უმრავლესობით პარლამენტში შესასვლელად. მაგრამ, ამასაც რა თქმა უნდა, ასევე მზაკვრული მიზანი ახლავს თან: ამის მერე ქვეყნის პოლიტიკურ ველზე უკვე თამამად შემოაგდებენ ახალ სტიგმას – “რუსულ პარლამენტს”. ამ ეტაპზე ამას ვერ აკეთებენ, რადგანაც თავადაც უწევთ იქ ყოფნა. 2024 წლიდან ამ ბრენდისთვის გზა ხსნილი იქნება და “რუსულ პარლამენტში რუსულ ოცნებას” ვეღარაფერი გადაარჩენს.
კომენტარები