კასპში მოღვაწე მღვდელი, ლევან ჯიქური:
ერთ-ერთ ჩემ მსახურების სოფელში, ერთ დროულოდ ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი შეძლებული, მეორე ღარიბი. ერთმანეთთან არც თუ ისე შორს დაკრძალეს. ერთმა კაცმა გამოიარა და ნახა რომ მდიდარს საფლავზე უამრავი ყვავილ-“ვენოკი” ეწყო, ღარიბს კი არც ერთი. დაადგა და ყველა ყვავილი ღარიბის სასაფლაოზე გადაალაგა. მეცხრე დღეს, შეძლებული ოჯახის ხალხი გავიდნენ საფლავზე. სადაც ბევრი ყვავილები ეწყო იქ დაიწყეს ვითომ ტირილი. არც კი ახსოვდათ სად დამარხეს. ესაა ყველა ჩვენთაგანის ჩვენი ბოლო, ვინ ვიქნებით აზრი არ აქვს, ტყუილად ვიჭიმებით, ბოლოს მხოლოდ “ვენოკების” სიმრავლე-სიმცირეში იქნება განსხვავება. ერთი ისა ფასდება ღმერთს და კაცს თუ უანგაროდ ემსახურო. დანარჩენი ყვლაფერი ტყუილია.
კომენტარები