ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე:
სხვა ადამიანებისთვის მინდა ავხსნა, ვინც შესაძლოა სწორად ვერ გაიგო ჩემი სიტყვები და რაც ალბათ ნაწილობრივ ჩემი ბრალია, რადგან შესაბამისი და უფრო ზუსტი სიტყვა ვერც მაშინ მოვძებნე და არც ახლა ვიცი. კერძო? რა ვიცი აბა!:))
პირადი ცხოვრება გარდა ინტიმური ურთიერთობებისა, ამასთანავე გულისხმობს ყველაფერს, რაც არ არის საჯარო! ჩვენი კერძო საუბრები თუ მიმოწერა (რისი გამოყენებაც ამსუბიექტს ძალიან უყვარს. “შენ რომინბოქსში მწერდი ისაო, შენ რომ (კერძო საუბარში) მითხარი ესაო და ა.შ.) ასევე პირადი თუ კერძო ცხოვრების დეტალებია, როდის და რომელი ოლიგარქის, ბიზნესმენის, პოლიტიკოსის დროს რა პრივილეგიებით ვსარგებლობ თუ პირიქით როგორ ვიჩაგრები ესეც ხშირად არ ჩანს საჯაროდ. მოკლედ ბევრი, ბევრი ამბავი ჩვენს შესახებ, რომელიც არ არის საჯაროდ გაცხადებული და ცნობილი.ახლა იმის გაყიდვა რომ მე ვინმეს სექსების ამბები მაინტერესებს, რომელიც სხვათაშორის ხშირად საჯაროა, ნამეტანი იაფფასიანი “ტრიუკია”, როგორც ბატონი ბიძინა იტყოდა.
ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ნინია კაკაბაძეს, სოციალურ ქსელშივე პასუხობს და წერს:
ნინია კაკაბაძე ისე ასრიალდა საკუთარ მოსაქმებულზე, მემუარების წერა გამოაცხადა ამორალურად.
“ეხა სექსებზე ხოარ ვიტყოდი” – დგას, თავს იმართლებს და მორიგ ბრალდებას ისვრის, თითქოს ჩემს პირად ისტორიებს რომ ვიხსენებ, ესაა დანაშაული.
გარდა ამორალურობისა, საოცარ უმეცრებას ავლენს ეს ეგოთი გაპეყილი “ინტელიგენტი”.
კომენტარები