სამოქალაქო აქტივისტი, ლადო სადღობელაშვილი:
სააკაშვილ-მერაბიშვილ-კეზერაშვილის ნაცმოძრაობას საკმაოდ მსუყე ორი ნატეხი მოტყდა და ეს დღეს თვით სააკაშვილმაც აღიარა! საუბარია ადეიშვილ-არახამიას პროექტ ნიკა გვარამიაზე (სააკაშვილი: “გარეთ გადით, შექმენით ახალი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ”) და ლელოსთან დაძმობილებულ ნიკა მელიაზე (სააკაშვილი:”ეს კბენები და რაღაცები უნდა დასრულდეს, ყველამ თავის გზა იპოვეთ”).– ორი ნიკას პარტიიდან წასვლა ნიშნავს პარტიის სერიოზულ დანაკლისს. ეს იმ დარტყმის ტოლფასია (თუ მეტი არა) რაც ნაცმოძრაობას 2016-ში ბოკერიას გუნდის წასვლით მიადგა. მაშინ ბოკერიამ ოცნების თამაში ითამაშა, უგულავა დაიხსნა ციხიდან და კეზერა გაამართლეს, დღევანდელი რღვევა არის თუ არა ოცნების სასარგებლო მაგას არჩევნების შემდეგ ვნახავთ.– მე ღრმად დარწმუნებული ვარ რომ მელია წინასაარჩევნოდ ხაზარაძეს ლელოს შეუაერთდება ხოლო გვარამია ალიანსს შეკრავს ნინო ლომჯარიასთან! ლომჯარია ოცნების წიაღიდან წამოსულია და ხაზარაძე ოცნებასთან საკმაოდ კარგად იყო კვირიკაშვილის პერიოდში, ანუ იმის თქმა მინდა რომ ოცნება ამ ორთან უფრო დაიჭერს საქმეს ვიდრე კეთროვან სააკაშვილ-მერაბიშვილ-კეზერაშვილთან!
კომენტარები