მიხეილ სააკაშვილის მიერ ენმ-ს დაპირისპირებულ გუნდებისთვის მიმართვას გია ხუხაშვილი აფასებს და ამბობს:
ვფიქრობ, რომ პოლიტიკურად არცთუ გაწონასწორებული გზავნილია. აქამდე რასაც ვაკვირდებოდი, იმაში რაღაც გარკვეული პოლიტიკური ლოგიკა იყო – იყო ორი დაპირისპირებული მხარე პარტიაში, მან შექმნა პარალელური მენეჯმენტი სოფო ჯაფარიძის ოფისის სახით და ეს პარალელური მენეჯმენტი რაღაცნაირად ამ დაპირისპირებას აბალანსებდა. მე რა ინფორმაციაც მაქვს, მოლაპარაკებებიც მიდიოდა, რაღაც ტიპის მორიგებაზე და ამ დროს აკეთებს ამ ტიპის განცხადებას, არ ვიცი, ალბათ რაღაც მოხდა შიგნით.
გასაგებია, რომ პარტიაში იყო სისტემური დაპირისპირება – პრობლემა იმაში კი არ არის, რომ პარტიული ელიტა იყო გაყოფილი, პრობლემა არის იმაში, რომ ელექტორალურად გაიყო პარტია, შეუთავსებლობა იყო და პარტიას განსაზღვრავს მხარდამჭერი.
ენმ, როგორც პოლუსი, როგორც პარტია ის არ გაქრება და სერიოზული ელემენტი იქნება, მაგრამ როგორც ალტერნატიული პოლუსი ქართული ოცნების, რაც უფრო მალე დასუსტდება, საერთო საქმეს წაადგება.
სააკაშვილის განცხადება საკმაოდ გამჭვირვალეა, ქვეტექსტების ძებნა – კარისკენ მიუთითა, გადით და გააკეთეთ გარეთო – ის კი არა, რომ დაჯექით და შეთანხმდით, მან ეს კი არ თქვა, თქვა, რომ დამთავრდეს ეს ყველაფერი და ვისაც არ მოსწონს ხაბეიშვილი, ადგეს და წავიდეს და თვითონ გააკეთოს რაღაცო.
თუ შიგნიდან გინდა პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდე, ღმერთმა ხელი მოგიმართოს – სააკაშვილი
კომენტარები