ყოფილი მაღალჩინოსანი, გია ხუროშვილი:
მომავალი სია უნდა შედგებოდეს ისეთი ხალხისაგან ვისაც არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონია პოლიტიკასთან!
როგორ ჟღერს?!….ზოგიერთებს მოეწონებათ არა ?!სად ვართ, რომელ ქვეყანაში?სად გაგიგიათ რომ პოლიტიკიდან უკლებლივ ყველა პოლიტიკოსი გაყარო?რომელი ქვეყნის პრაქტიკაა ასეთი?!….ქვეტექსტების გარეშე ვწერ:არ ვეთანხმები მიშას მორიგ მესიჯს ციხიდან- აქვე დავძენ არასდროს არ ვაპირებ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას!….ერთი რამე კი ვიცი:მაგალითად ამერიკაში გამოცდილებაზეა სახელმწიფოს წარმატებული მართვა დამოკიდებული. ეს არის ტრადიცია და უწყვეტობა სახელმწიფოს მართვაში!დემოკრატები და რესპუბლიკელები- ტრამპი და ბაიდენი კი არაა!არამედ ეს არის 2 იდეოლოგია, და ამ იდეოლოგიის გარშემოა გამოცდილი ხალხი გაერთიანებული!.საქართველოში 42 პარტია რომ ვაქვს, დამისახელეთ 42 იდეოლოგია, რის გარშემოც ეს პარტიები იქმნებიან?!რას ნიშნავს საპარლამენტო სიაში არ იქნება არცერთი ყოფილი პარლამენტის წევრი?!…..
ყველა “უვარგისი” იყო და ამიტომ, თუ როგორ არის საქმე?!…..არ გვჭირდება მინიმუმ მათი კონტაქტები და გამოცდილება?
კომენტარები