პარალმენტის წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
„თბილისში, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და ამაზე რამდენჯერმე მეტი ტურისტი სტუმრობს,ისეთი პრობლლემაც კი ვერ მოუგვარებიათ, როგორიც დაკარგული ნივთების პოვნაში ადამიანების დახმარებაა. აჭრელებულია სოციალური ქსელები, თუ ვინ რას ეძებს. ზოგი პოლიციაში მიდის, ზოგი ტაქის კომპანიებში რეკავს, უმეტესობა ინტერნეტში აცხადებს. მერიას ერთი საიტიც კი არა აქვს, ერთი პატარა მუნიციპალური სამსახური, სადაც ადამიანებს შეეძლებათ რომ მიმართონ.
ჩემს მაგალითს მოგიყვებით. რამდენიმე წლის წინ ჰააგაში სადღაც დავკარგე მობილური ტელეფონი. დავიარე ყველა ადგილი, სადაც ვიყავი. ვერ ვიპოვე და ხელი ჩავიქნიე. მოვუყევი ეს ჩვენი პროგრამის იქაურ მასპინძელს. 5 წუთში იპოვა. შევიდა მუნიციპალური სამსახურის ინტერნეტგვერდზე და რას ვხედავ, არ გამოუდიათ ჩემი ტელეფონი მანდ?
თურმე ტრამვაიში დავკარგე. მგაზვრმა მისცა მძღოლს, მძღოლმა გამოიძახა შესაბამისი სამსახური-ალბათ სკუტერით ან ველოსიპედით მივიდოდა ვინმე. პოვნაზე ძნელი მისი გამოტანა გამიხდა-უნდა დამემტიკიცებინა, რომ ნამდვილად ჩემი იყო. მაგთიმ დისტანციურად რაღაც კოდები არ მომცა, მეორე დილით მოვდიოდი ადრე და ერთ კვირაში ფოსტით მივიღე სახლში. ფოსტის ფულის გადახდა კი მომიწია მაგთის წყალობით.

ქალაქში, რომლის ბიუჯეტი ორ მილიარდ ლარამდეა(ორჯერ მეტი, ვიდრე მთელი საქართველოს ბიუჯეტი იყო შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში), როცა ათეული მილიონები იფლანგება მხოლოდ ინფრასრუქტურულ პროექტებში და მერიის სამსახურებში გაფორმებულია ათასობით სანათესაო და პარტაქტივი, სირცხვილია, რომ ამ ერთი, მეტად მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებაზე დღემდე არავის უფიქრია.
ასეა ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებშიც.“
კომენტარები