აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მოულოდნელი ვიზიტით ერაყში ჩავიდა. CNN-ის ცნობით, მასსა და ერაყის პრემიერმინისტრს, მუჰამედ შია ალ-სუდანის შეხვედრა ბაღდადში საათზე მეტხანს გაგრძელდა.
როგორ შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა ჟურნალისტებს უთხრა, შეხვედრა კარგი და პროდუქტიული იყო. მისივე თქმით, ერაყის პრემიერმა ნათლად აჩვენა, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფების მიერ აშშ-ის სამხედროების წინააღმდეგ თავდასხმები სრულიად მიუღებელია.
გამოცემა ასევე წერს, რომ ენტონი ბლინკენი აშშ-ის საელჩოსაც ესტუმრა, სადაც მას მიაწოდეს ინფორმაცია, რა საფრთხეები ემუქრება შეერთებული შტატების ობიექტებს.
კომენტარები