დიპლომატი მამუკა გამყრელიძე:
,,გრანდიოზული პოლიტიკური აქტივობის მოლოდინში მყოფთ მინდა ვუთხრა, რომ დღეს ქართული პოლიტიკური ველი პოზიციურ სიურპლიასში იმყოფება. ყველა ელის ჯერ 8 ნოემბერს და წლის ბოლოს საბოლოო დასკვნას სტატუსის თაობაზე. ზოგიერთები, ოპოზიციონერის საკამათო სტატუსის მოსაპოვებლად, პრეზიდენტის გადადგომასაც ელიან. ამასობაში საცივის პერიოდიც დადგება და მრავალჭირნახული ქართული პოლიტიკა, ასე 15-20 იანვრისთვის გამოფხიზლდება.
მაისამდე ყველა მაინც დარჩება ბარიერის 2%-მდე დაწევის მოლოდინში. რა იცი ? ეგებ და გავარდეს ? მერე კი მოვა რეგიონალური ტურნეების და იქ მხარდამჭერების ორი ფლანგის ქვათა სროლა და კბილთა ღრჭენის დრო.
არაფერს ველი ახალს. სამწუხაროდ კვლავ ათასჯერ ნანახი ბატალიები გველის მოსალოდნელი რეზულტატით.
ნუთუ როდისმე დამთავრდება ეს ბანდერლოგური წივილ-კივილი და პოლიტიკოსები და ამომრჩეველი მშვიდი დიალოგის და იდეების შედარების რეჟიმში შევლენ ?”
კომენტარები