სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
„რასა იუკნევიჩიენე და ამბობს: “ქართულ ოცნებას კანდიდატის სტატუსი არჩევნების მოსაგებად უნდა”.
ანუ აღიარებს, რომ უნდა?
რისთვის რა მნიშვნელობა აქვს?
ოპოზიციას რისთვის უნდა, რევოლუციისთვის, თუ მოქალაქეებისთვის იკლავენ თავს?
თუ მოქალაქეებისთვის იკლავენ თავს, მაშინ რატომ უნდოდათ სტატუსის გადავადება?
ერთი წელი გაიძახოდნენ ქართულ ოცნებას სტატუსის მიღება არ უნდაო. ახლა ამბობენ უნდა, მაგრამ არჩევნების მოსაგებადო.
პოლიტიკურ პარტიას ყველაფერი არჩევნების მოსაგებად უნდა უნდოდეს.
ანუ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და ევროპული პერსპექტივა არჩევნების მოსაგებად უნდოდა?
ჰოდა, უნდოდა, იღებდა და იგებდა. ახლა მიიღებს და მოიგებს.
კოლექტიურ ნაცმოძრაობას არ უნდოდა ოცნების დროს არც ასოცირება, არც უვიზო, არც სტატუსი. ამიტომ აგებდა არჩევნებს და კიდევ ერთხელ წააგებს.
მიხვდით რა აბსურდი თქვა?“
კომენტარები