რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქე მოკლეს – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რუსი ოკუპანტების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე, კიდევ ერთი მოქალაქე კი ოკუპანტებმა გაიტაცეს.
2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.
მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, – წერს სუსი.
ვიდეოს ავრცელებს დავით ქაცარავა, სადაც, ოკუპანტების მიერ მოკლულ საქართველოს მოქალაქეზე საუბრობს და ამბობს, რომ ლომისის ტაძრის მიმდებარედ მოხდა გატაცება და მკვლელობა.
კომენტარები