ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:
,,
დღემდე არა თუ ვერ შევთანხმდით ხალხი, არამედ მსჯელობაც კი არ დაგვიწყია უმთავრეს გამოწვევაზე – სად გადის ზღვარი უპასუხისმგებლო წინააღმდეგობას, სიფრთხილესა და მტერთან კონფორმიზმს შორის.
აი, ესაა ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი.
ჩვენ ან ვყვირით ან ვდუმვართ.
მსჯელობით, როგორც წესი, არაფერს ვმსჯელობთ.
ამაზე მაინც შევთანხმდეთ:
– სად გადის ზღვარი უპასუხისმგებლო წინააღმდეგობას, სიფრთხილესა და მტერთან კონფორმიზმს შორის?”
კომენტარები