ყოფილი პარლამენტარმა, ემზარ კვიციანმა 2020 წელს, “ალიასთან” თქვა:
ბორდერიზაცია რომ დაარქვეს, ტერიტორიებს რომ ვკარგავთ – დაისაჯა ვინმე? – არაა სუსის ბრალი? გავრილოვის შემოყვანაზე დაისაჯა ვინმე? სუსმა არ შემოიყვანა? დავით გარეჯიდან იჩუკიძე რომ აიყვანეს, პატრიოტი ბიჭი, ხელის გულზე სატარებელი ბიჭია, თავი გაწირა სამშობლოსთვის და დაიჭირეს…
გახსოვთ 1 კილომეტრით და 800 მეტრით შემოიჭრნენ 2016 წელს რუსები, ჩავედით რამდენიმე ადამიანი, ორმეტრიანი ბიჭები იყვნენ “მესაზღვრეები”, ავუტეხე მთელი ამბავი – გადმოვიდნენ “საზღვარს”, იარაღით დგახარ, რატომ არ ესროლე, მაჩვენეთ დებულება, იცით, როგორ უნდა მოიქცე, როცა “საზღვარს” არღვევს მოწინააღმდეგე? რატომ არ ესროლეთ-მეთქი? – თავები ჩახარეს, მე თვითონ შემრცხვა, ბატონო ემზარ, ჩვენ რას გვერჩი, ყველაფერი ზემოდან მოდისო… საიდან მოდის? – მოდის სუსიდან…
ადრე შეიარაღებული იყო ადგილობრივი მოსახლეობა და ვერ ბედავდნენ ასე გადმოსვლას. „ჯორო“ რომ იყო, „ჯორო“, მართლა გმირი, ერთი მაგივრად ხუთს უბრუნებდა აფხაზებს და რუსებს, ჩამოიტყუეს თბილისში სპეცსამსახურებმა, დააძინეს და ისე გადასცეს მტერს და ცოცხლად დაწვეს ის საცოდავი.
კომენტარები